podcasts / interviews

17.05.2016 23:34

Vitamin Podcasts 002: Berika

Vitamin Podcasts-ის 002 სტუმარია Berika.


Berika ქართველი არტისტის, ირაკლი ბერიკაშვილის მუსიკალური პროექტია, რომლის მუსიკალური მიმართულებაც ძირითადად ხასიათდება როგორც Industrial Drone Techno. ირაკლიმ მუსიკალური განათლება კონსერვატორიასა და "CES (Creative Educational Studio)"-ში მიიღო, სადაც იგი კლასიკური მუსიკის თეორიას, საუნდ დიზაინს და ხმის ინჟინერიას სწავლობდა. მისი ძირითადი მუსიკალური პროექტის, Berika-ს მთავარი ნიშანი ის არის, რომ აქცენტი მუსიკის სიღრმეზე და ფსიქოაკუსტიკაზე უფრო კეთდება, ვიდრე მუსიკის საცეკვაო მუხტსა და ხასიათზე. Berika-ს პირველი, Untold EP ლეიბლ Future Records-ზე 2014 წელს გამოვიდა. სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით "Far Silence Alegory" კი შარშან ზაფხულში დარელიზდა. მოგვიანებით, ლეიბლ Konkrezept-ზე მან გამოსცა ციფრული რელიზი, სახელად Day is Dying EP. გარდა ამისა, ბერიკას აქვს სხვა ორი სოლო პროექტი: Wiedmak და Black Dub Odyssey. Wiedmak-ის მუსიკა ფოკუსირდება Old School House / Deep House-ზე, ხოლო Black Dub Odyssey ემბიენთის, დაბის და ფონური, იგივე Background Music-ის საინტერესო სინთეზია. პარალელურად ირაკლი არის "Kung Fu Junkie", "Moku Moku" და "Multi Suicide"-ის წევრიც, სადაც იგი ჩართულია, როგორც პროდაქშენში, ასევე ლაივ პერფორმანსშიც. ქართველ არტისტს ასევე დაწერილი აქვს მუსიკა სხვადასხვა კინოპროექტებისთვის, მათ შორის "Symbiosis"(ელენე რაკვიაშვილი) და "The Walker" (თორნიკე ხომასურიძე). 

Tracklist: 
1. Berika - Numbers in Miracles 
2. Berika - 909untitled 
3. Tadeo - The Motivation 
4. Coefficient - Vacuum Instability 
5. Berika - Predestination 
6. Staffan Linzatti - The Only Thing Greater is Simpler 
7. Berika - Modul 909 
8. Post Scriptum - Human Timescales 
9. Robert Hood - Shaker 
10. Jeff Mills - Dream Mechanics 
11. Stanislav Tolkachev - I cant Wait any longer 
12. Tadeo - Morse Processing 
13. Jeff Mills - Proxima Centauri 
14. Berika - Unreleased 
15. Julien H Mulder - Concept of Life
16. Tadeo – Requiem

upcoming