podcasts / interviews

01.06.2016 10:57

Vitamin Podcasts 004 Zurkin / Ash

Vitamin Podcasts 004- ის სტუმრები არიან Zurkin და Ash.

ZURKIN ქართველი დიჯეი და რექორდ შოპ Vodkast Records-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მუსიკით იგი ადრეულ ასაკში დაინტერესდა, როდესაც ღამის კლუბებში სიარულის პირველი გამოცდილება მიიღო. ეს ინტერესი მალე პროფესიულ საქმიანობაში გადაიზარდა და ზურამ რამდენიმე წელიწადში დიჯეინგიც დაიწყო. ის თავის საუნდს ხუმრობით "ჰიფნოთიქ-ჰაუსს" ეძახის :) თუმცა მისი მუსიკალური ინსპირაციები ბევრად მრავალფეროვანია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული მიმართულება. 2014 წელს, ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპ კულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზეElectronauts Zurkin წლის საუკეთესო დიჯეიდ დასახელდა. ამის პარალელურად, მეგობრებთან ერთად მან საფუძველი ჩაუყარა ქართულ ლეიბლს და ვინილების მაღაზია Vodkast Records-ს - „ერთი წელი არც არის, რაც ფირფიტების მაღაზია გავხსენით თბილისში და გვინდა ეს პატარა სივრცე ყველა მუსიკის მოყვარული ადამიანისთვის საყვარელ თავშეყრის ადგილად ვაქციოთ“ - ამბობს Zurkin ვიტამინთან ინერვიუში. 
დღესდრეისობით Zurkin ქართული კლუბების და ფესტივალების ერთ-ერთი ფავორიტი დიჯეია.

upcoming