upcoming / archive

Sun. 29 May 2016

Lake Sessions

 

Lake People გერმანელი არტისტის, Martin Enke-ს მუსიკალური პროექტია, რომელიც 2010 წელს დაარსდა. Lake People-ს სადებიუტო რელიზი, სახელად Clockhands, ცნობილი გერმანული პროექტის, Kollektiv Turmstraße-ს ლეიბლზე, Musik Gewinnt Freude-ზე გამოვიდა. ამის შემდეგ გერმანელმა არტისტმა ზედიზედ რამდენიმე EP და ერთი სტუდიური ალბომი გამოუშვა. მისი სადებიუტო ალბომი, 22 ტრეკისგან შემდგარი Purposely Uncertain Field 2015 წელს გამოვიდა იგი ძირითადად ტექნოს, ექსპერიმენტალის და ამბიენტ მუსიკის გავლენით გამოირჩევა.

Martin Enke ხშირად აღნიშნავს, რომ საწყის წლებში ის განსაკუთრებით ჰაუს მუსიკით იყო დაინტერესებული, რაც მის შემდგომ კარიერასაც აშკარად დაეტყო. ამას გარდა მის დისკოგრაფიაში შეიმჩნევა ამბიენტის, ტექნოს და ელექტროს გავლენაც. Lake People-ის ლაივი პერფორმანის გამოირჩევა სპონტანურობით და იმპროვიზაციით, თუმცა ლაიფციგელი არტისტი თვლის, რომ მისი თითოეული ლაივი სპეციფიკურ მომზადებას მოითხოვს , რათა ის კონკრეტულ სივრცეს ოპტიმალურად მოერგოს. 
https://www.facebook.com/lakepeople.music/?fref=ts
https://www.residentadvisor.net/dj/lakepeople

==============================
ბილეთის ფასი:
Ticket Price:

Green List 15 Gel

JOIN >

 

upcoming