upcoming / archive

Sun. 07 Aug 2016

Lake Sessions

Klara Lewis ახალგაზრდა შვედი კომპოზიტორია, რომელიც საკუთარ მუსიკას 2014 წლიდსან გამოსცემს. მისი სადებიუტო ალბომი, სახელად Ett სწორედ ამ წელს გამოვიდა Editions Mego-ზე. იმავე წლის ბოლოს Lewis-მა შვედმა მუსიკოსმა Peder Mannerfelt-მა მას თანამშრომლობა შესთავაზა, რისი შედეგიცაა Msuic EP. მოგვიანებით ორი არტისტის კოლაბორაცია გაგრძელდა ფილმ "Berlin: Die Sinfonie der Großstadt"-ის საუნდტრეკის წერისას. Klara Lewis ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ექსპერიმენტატორია. მუსიკის წერიას იგი აქტიურად იყენებს "field recording"-ს და მუდმივად ცდილობს სხვადასხვა "ცოცხალი" ხმისგან ახალი და საინტერესო ჟღერადობა მიიღოს. მისი ასეთი მიდგომა ნათლად ვლინდება ლაივ აქტებში, რომელიც ძირითადად ემბიენტის და ექსპერიმენტალის გავლენას განიცდის.

Głós პოლონეთში დაბადებული არტისტია, რომელიც ამჟამად გერმანიაში მოღვაწეობს. მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ იგი პოსტ პანკის გავლენის ქვეშ იყო და რამდენიმე ბენდშიც უკრავდა, საბოლოოდ თავისი ადგილი მიანც ელექტრონულ მუსიკაში იპოვა. თავისი სადებიუტო ფირფიტა Glós-მა 2013 წელს, ლეიბლ Ressort Imprint-ზე გამოსცა. ამის შემდეგ იგი Ressort Imprint-ის ხშირი სტუმარი გახდა. ერთი წლის შემდეგ წორედ ამ ლეიბლზე გამოვიდა Four Cuts On Hurting EP, სადაც პოლონელმა არტისტმა The Plant Worker-თან ითანამშრომლა.2016 წლის დასაწყისში კი Glós-მა თავისი ბოლო კრებული, Filling The Scars With Light დაარელიზა. ამ რელიზებსა და მის მიერ ლაივ სეტებში აშკარად შეინიშნება აქცენტი დინამიურ, ჰიპნოტურ ტექნოზე.

Själ - ქართველი არტისტი.
==============================
ბილეთის ფასი / Ticket Price:
20:00 – 21:00 უფასო / free entrance
Green List - 10 Gel
Regular - 20 Ge

upcoming