upcoming / archive

Sat. 13 Aug 2016

Around The Tree

MIKE SERVITO ამერიკელი დიჯეია, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისიდან აქტიურად არის ჩართული ელექტრონული მუსიკის სამყაროში. Servito-ს მუსიკალურ გემოვნებაზე ყველაზე დიდი გავლენა დეტროიტის და ნიუ იორკის მუსიკალურმა სცენამ იქონია, რაც მის სეტებში ყოველთვის ადვილად შეიმჩნევა. "როდესაც შენ დეტროიტელი ხარ, მუსიკა ავტომატურად ხდება ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი" - ამერიკელი მუსიკოსის კარიერაში პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი 2008 წელს, ლეიბლ Ghostly International-თან დაწყებული თანამშრომლობა იყო. 2012 წელს კი იგი ნიუ იორკის ერთ-ერთი ცნობილი კლუბის, Bunker-ის რეზიდენტი გახდა. "Detroit techno, Miami bass, Chicago acid და hip-house, New York house და disco - ერთმანეთისგან განსხვავებული ჟღერადობის მუსიკა ჩემთვის ადრეული წლებიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ არ ვთქვლი, რომ მაქვს კონკრეტული საუნდი" - Mike Servito კლუბ ვიტამინში Around The Tree-ს ივენთების ფარგლებში დაუკრავს.
https://soundcloud.com/mikeservito

Life Recorder - იგივე Kriss Kortz, საფრანგეთში დაბადებული დიჯეი და პროდუსერია. დეტროიტის და ჩიკაგოს სცენების ისეთი არტისტების გავლენით, როგორებიც არიან Juan Atkins, Larry Heard, Ron Trent და Jeff Mills, Kriss Kortz-მა კლუბებში დაკვრა 90-იანი წლების ბოლოდან დაიწყო. 2006 წელს ფრანგმა არტისტმა გადაწყვიტა საკუთარი პროდუქციის გამოცემა, რისი შედეგიცაა "Code 316 Recordings"-ზე გამოცემული სადებიუტო რელიზი. მას შემდეგ Life Recorder-ის რელიზები გამოიცა "Atmospheric Existence"-ზე და დეტროიტულ ლეიბლ “Aesthetic Audio”. ჩიკაგოს და დეტროიტის საუნდის გავლენა ადვილი შესამჩნევია როგორც არტისტის რელიზებში, ასევე მის სეტებშიც.

THIRD SOUL - ქართველი არტისტი, 3 სულის ერთ-ერთი წევრი.
TOKE - ქართველი დიჯეი დაპროდიუსერი, რომელიც ივენთზე ლაივ პერფორმანსით წარდგება. 
==============================
ბილეთის ფასი / Ticket Price:
23:00-მდე უფასო / Free entrance 
Green List - 10 Gel
Regular - 12 Gel

RA: https://www.residentadvisor.net/event.aspx?853371

upcoming