upcoming / archive

Fri. 26 Aug 2016

Lake Sessions

ENA -იგივე Yu Asaeda ტოკიოელი მუსიკოსი და დიჯეია, რომელიც ძირითადად ექსპერიმენტული მუსიკის ჟანრში მუშაობს. მისი დებიუტი IAI Recordings-ზე 2008 წელს შედგა, რის შემდეგაც ENA აქტიური თანამშრომლობა დაიწყო ლეიბლს 7even Recordings-სთან. ამ ლეიბლზე 2011-2012 წელს ზედიზედ გამოცემულ 3 EP-ს ერთი წლის შემდეგ მოჰყვა პირველი სტუდიური ალბომი Bilateral, რომელიც მისთვის 7even-ზე გამოსული უკანასკნელი რელიზი იყო.ამის შემდეგ Yu Asaeda-ს კარიერიში გარდამტეხი ეტაპი დადგა, როდესაც იგი შეუერთდა DJ Prescha-ს ლეიბლის, Samurai Horo-ს ოჯახის წევრი გახდა. Samurai Horo-ზე ENA-მ 2 სტუდიური ალბომი და 3 EP გამოუშვა, რის შედეგადც იგი ლეიბლის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი გახდა. ამ რელიზებში ნათლად გამოიკვეთა იაპონელი მუსიკოსის აქცენტი ექსპერიმენტალურ, აბსტრაქტულ ჟღერადობაზე, რომელიც მის პერფორმანსებშიც ადვილად შეიმჩნევა. არტისტისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერია 2016 წელი, რადგან ამ მან უკვე გამოსცა 3 ალბომი და 1 EP, რაც Yu Asaeda საუკეთესო მუსიკალური ტრადიციების კარგი გაგრძელებაა.

NDRX - ქართველი დიჯეი
==============================
ბილეთის ფასი / Ticket Price:
Green List - 10 Gel
Regular - 20Gel

www.vitamin.ge

upcoming