upcoming / archive

Sat. 27 Aug 2016

Deep Fried

Sven Weisemann გერმანელი დიჯეი და ელექტრონული მუსიკის პროდუსერია. Jazz, Deep House და Dub-ის გავლენით მან დიჯეინგი საკმაოდ ადრეულ ასაკში, 1997 წელს დაიწყო. ამის პარალელურად Weisemann-მა გადაწყვიტა საკუთარი მუსიკის შექმნაც, რაშიც გადამწყვეტი როლი ჩიკაგოს და დეტროიტის სცენისთვის დამახასიათებელმა მუსიკალურმა ორიენტაციებმა ითამაშეს. გერმანელი არტისტის პირველი კოლაბორაციული რელიზი 2005 წელს, Shed და Don Williams-თან ერთად გამოვიდა. 1 წლის შემდეგ კი Sven-მა უკვე სადებიუტო სოლო EP, სახელად Let's Swing გამოსცა. დღეისთვის Sven Weisemann-ს ორი სტუდიური ალბომი, Inner Motions და Xine აქვს დარელიზებული. მისი სხვა ნამუშევრები კი ისეთ ლეიბლებზე გამოდის, როგორებიც არიან House Café Music, Apple Pips, Kann, a.r.t.less, Wandering. 

Schoppen Wittes გერმანელი დიჯეი, რომელიც ამავდროულად არის ივენთების სერიის, Deep Friend-ის დამაარსებელი და უცვლელი რეზიდენტი. Deep Friend-ის მორიგ ივენთს იგი კლუბ ვიტამინში (Around The Tree) უღელმძღვანელებს.

ZURKIN- ქართველი დიჯეი.
==============================
ბილეთის ფასი / Ticket Price:
22:00 – 23:00 უფასო / free entrance
Green List - 10 Gel
Regular - 20 Gel
www.vitamin.ge

upcoming