upcoming / archive

Sun. 04 Sep 2016

Vitamin Cubes Invites

Kwartz ესპანელი დიჯეი და PoleGroup-ის ოჯახის წევრის, Mario Campos-ის სასცენო ფსევდონიმია. მისი მუსიკალური კარიერა 2011 წელს გამოცემული Social Erosion EP-ით დაიწყო. ამის შემდეგ მან ვეტერანი ესპანელი მუსიკოსების, Exium-ის წევრების ყურადღება მიიქცია, რისი შედეგიცაა Fenomen EP, რომლის გამოცმეაშიც დიდი წვლილი სწორედ Exium-ს მიუძღვის. 2013 წელს Kwartz-მა მუშაობა Oscar Mulero-სთან დაიწყო, ლეიბლ PoleGroup-ში. გარდა ამ ლეიბლისა ახალგაზრდა ესპანელის ტრეკებს შევხვდებით 47, Mord Records და Warm Up Recordings-ზეც. Kwartz მიიჩნევს, რომ იგი ჯერ კიდევ საუნდის ძიებაშია, რის გამოც დაარსა ლეიბლი order&devotion, სადაც მუდმივად ცდილობს ახალი ექსპერიმენტები ჩაატაროს.
https://soundcloud.com/kwartz
https://www.residentadvisor.net/dj/kwartz

Newa, იგივე ანა კუბლაშვილი ქართველი დიჯეი და პროდუსერია. მისი სადებიუტო რელიზი, Away From Mind EP გერმანულ ლეიბლ Subspiele Records-ზე 2012 წელს გამოვიდა . ერთი წლის შემდეგ ქართველმა არტისტმა იგივე ლეიბლზე Esko Barbra, Martin Nonstatic და Frank Sebastian-ის რემიქსებთან ერთად თავისი მორიგი ტრეკი, Hedgehog გამოსცა. ორივე რელიზში ჰაუსის და ექსპერიმენტალური მუსიკის სინთეზი შეიმჩნეოდა, რაც მისი ადრეული ნამუშევრების ძირითადი მახასიათებელი იყო. თუმცა, მოგვიანებით Newa-ს მუსიკის ჟღერადობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც განსაკუთრებით გამოჩნდა Blackbird Records-ზე გამოსულ AC Ep-ში. ესიდ ტექნოს ჟანრის EP 2013 წელს "ელექტრონავტების" პრიზის მფლობელიც გახდა, ნომინაციაში "წლის ალბომი/EP". ამჟამად Newa რამდენიმე ახალ რელიზზე მუშაობს.
https://soundcloud.com/newa
https://www.residentadvisor.net/dj/newa
==============================
ბილეთის ფასი / Ticket Price:
Green List 10 Gel
Regular 20 Gel

RA: https://www.residentadvisor.net/event.aspx?853381

upcoming